ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ პროცესს თვალს ადევნებდა და კმაყოფილი იყო.
” რა თქმა უნდა, პროცესს თვალს ადევნებს. გუშინდელი დღე ძალიან მოეწონა და კმაყოფილი იყო. მასაც მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა გმირობა იყო.
ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მე მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით.
ტემპერატურა მუდმივად აქვს, დილით არის ყოველთვის დაბალი და მერე იწევა.
პროცესები უნდა დაჩქარდეს, დიდი სიხშირით უნდა წარიმართოს და საბოლოოდ დამთავრდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.