ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია.

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

– „ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. შერჩეული გვყავს ორი საკონსულტაციო კომპანია ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან იმისთვის, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობები დაგვემუშავებინა და ამ ეტაპისთვის, დამუშავებულია. ასევე, ვმუშაობდით გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც საჭირო იყო საქართველოს კანონმდებლობაში შეგვეტანა. იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ადეკვატური და პროექტის განხორციელებისთვის ყოფილიყო გამოსაყენებელი. ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას. შემდგომ ეტაპებზე დაზუსტდება პროექტის თანხები. სხვადასხვა ეტაპია ანაკლიის პორტის განვითარების, დაახლოებით სამი გამოყოფილი ეტაპი. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჯდეს 300 მლნ დოლარი. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია” – აღნიშნა დავითაშვილმა.

წყარო: 1tv.ge