ნაც-მოძრაობის აგიტატორები მოსახლეობას მოტყუებით აწერინებენ ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე

“ხალხის ძალის” წევრი – “ნაციონალური მოძრაობის” აგიტატორები მოსახლეობას მოტყუებით აწერინებენ ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე.

– “არ მოტყუვდეთ! საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დიდი ხანია გათავისუფლდა. სინამდვილეში თქვენ ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე გაწერინებენ!” – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

– “მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ხელმოწერების შესაგროვებლად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საგანგებოდ შერჩეული პარტიის აგიტატორები, მხარდამჭერები, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ – კერძოდ, მიდიან მოქალაქეებთან და ხელმოწერას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გასათავისუფლებლად სთხოვენ” – წერს მეგრელიშვილი.

წყარო: ptn.ge