საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია 1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს მომხდარ ტრაგედიაზე წერს.
„1993 წლის 30/31 დეკემბრის ღამეს, დასრულდა ზვიად გამსახურდიას მოწამეობრივი გზა სამეგრელოს მთებში, ძნელადსავალ ბილიკებსა და სოფლებში მიმავალი, ძველ ხიბულაში მდებარე სოფლურ სახლში.
ვალერია ნოვოდვორსკაია, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და დისიდენტი 1994 წელს წერდა: ოდესღაც ანუის დიდმა ინკვიზიტორმა დასაწვავად გამზადებულ ჟანა დ’არკს უთხრა: ვიცი, რომ ეს საბრალო გამარჯვებაა შენზე ჟან. მაგრამ შენ გაჩუმდები მაინც. ბატონებო, აგრძელებს ვალერია, გესმით ზვიადის სიჩუმე?“. – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ცნობისთვის, 1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობით. ოჯახი ამ ვერსიას დღემდე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს.