ზესტაფონის მერია საახალწლო კონცერტზე შეკრებილებს გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა.
ზესტაფონის მერია საახალწლო კონცერტზე შეკრებილებს გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართა. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გიგანტური ზომის გოზინაყი დამზადდა, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.
– “ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, მუნიციპალიტეტი გლინტვეინითაც გაუმასპინძლდება.
საახალწლო პროგრამა კი ფეიერვერკით დასრულდა” – აცხადებენ მერიაში.
წყარო: tv7.ge