ბოგდან ბეზპალკო – დასავლეთს შეუძლია აიძულოს ვლადიმერ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს.
დასავლეთს შეუძლია აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს. დასავლეთს შეუძლია უკრაინას იარაღის, მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუწყვიტოს, რაც მას აიძულებს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეთნიკური ურთიერთობების საბჭოს წევრი ბოგდან ბეზპალკო.
– “დასავლეთს საკმაოდ შეუძლია შეცვალოს ზელენსკის პოზიცია. თუ დასავლეთი გადაწყვეტს სერიოზულად აიძულოს უკრაინა მოლაპარაკებებში ჩაერთოს. მას შეუძლია თქვას:
– “ბიჭებო, კარგი. ჩვენ მივდივართ, თქვენ კი მარტო დარჩით და გააგრძელეთ ეს პროცესი. ბუნებრივია, უკრაინა მაშინვე დაიშლება. ეს არის ყველაზე წარმატებული და ეფექტური საშუალება მათზე ზემოქმედებისთვის” – აცხადებს ბოგდან ბეზპალკო.
მისი თქმით, სავალალო ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეიძლება აიძულოს დასავლეთი დაასრულოს ეს კონფლიქტი.
წყარო: alt-info.ge