მიშა სრულიად გაოგნებულია დღევანდელი დღით და მადლიერია თავისი მხარდამჭერების – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მიშა სრულიად გაოგნებულია იმით, რაც ხდება, მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში, დაწყებული ავსტრალიიდან… სამუშაო დღეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოხერხდა, დაორგანიზდა. ხალხი საიდან სად ჩადის და აჩვენებს თავის მხარდაჭერას, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მიშა ძალიან მადლობელია, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში გმირობას უდრის იმ ადამიანების აქციაზე გამოსვლა, რომლებიც იქ მუშაობენ, ლუკმა პურის საშოვნელადაა იქ წასული და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ”- აღნიშნა გიული ალასანიამ.