კირილ ბუდანოვი – უყრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს

უყრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, – ამის შესახებ უყრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარტშია მოსალოდნელი.

„ეს არის ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციისთვის საბოლოო მარცხის მიყენება“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მან აღნიშნა, რომ შეტევა მთელი უყრაინის ტერიტორიაზე იქნება, „ყირიმიდან დონბასამდე“.

„ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, – 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, ისეთის, როგორ უყრაინასაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.