შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

,,ნუ მოკლავ პრეზიდენტს,” ,,მიშა ქვეყნის მომავალია” ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან ნაცმოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამება პუტინის დავალებით მიმდინარეობს.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. აქ იმიტომ მოვედით, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრათ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და  არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოგვიკლას ციხეში , რომელმაც 2008 წელს შეაჩერა რუსეთის აგრესია“- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად გაიმართება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.