მეუფე მიქაელი: სააკაშვილის შეწყალებაზე იტყვი კი და ვაი-ვუი ატყდება, იტყვი არას და ვაი-ვუი ატყდება, ღმერთისთვის მაქვს მინდობილი

„იტყვი კი და ვაი-ვუი ატყდება, იტყვი არას და ვაი-ვუი ატყდება, ღმერთისთვის მაქვს მინდობილი“, – ასე უპასუხა თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა “მთავარ არხს” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე – უნდა შეიწყალოს თუ არა ის პრეზიდენტმა, უნდა გადაიყვანონ თუ არა ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ და როგორია საპატრიარქოს პოზიცია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე.

“mიწერონ საპატრიარქოს რაც იქნება, როგორც იქნება და რასაც დაგვავალებენ ჩვენ, რასაკვირველია, გვერდში დავუდგებით ნებისმიერ სიტუაციაში. იტყვი კი და ვაი-ვუი ატყდება, იტყვი არას და ვაი-ვუი ატყდება. ხომ გესმით, ღმერთზე მაქვს მინდობილი რა…

ზოგი იძახის ძალიან მძიმედ არისო, შეიძლება გარდაიცვალოს, ზოგი იძახის არ არის მძიმე მდგომარეობა და როგორ გავაკეთო ახლა მე. მე რა უნდა ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს რა იქნება, როგორ იქნება, გამოჩნდება ყველაფერი“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.