ბოლო სასამართლო პროცესს რომ ვუყურებდი, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მე ამ სასამართლოს იმედი არ მაქვს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
„ნინო ნადირაძემ ფაქტობრივად დაადასტურა ის რომ, მიშა არის ძალიან ცუდად და არის მძიმე ავადმყოფი. აქვე მინდა ვთქვა, რომ როცა ბოლო სასამართლო პროცესს ვუყურებდი, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ სასამართლოს იმედი არ მაქვს. იმედი მაქვს რისი – ისევ დაიწყებს თუხთუხს, გავრცელდება ეს პროტესტი მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს რომ ჩაერევიან პრეზიდენტები, რადგან მიშას სხვა ავტორიტეტი და სხვა წონა აქვს მთელს მსოფლიოში. ის არის და რჩება ევროპული დონის ლიდერად”, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.