მტრებმაც აღიარეს: რუსი სამხედრო პილოტის უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმი და სიმამაცე – კატაპულტირებაზე უარი თქვა
05.01.2023 14:41
ინტერნეტში გავრცელდა რუსი სამხედრო პილოტის უშიშრობის და მაღალი პროფესიონალიზმის ამსახველი კადრები, როდესაც მფრინავმა, დაზიანებული თვითმფრინავი “СУ-25” შასის გარეშე, მუცელზე დასვა.
“უკიდურესად საიმედოდ განხორციელებული დაშვება” – აღიარებს გერმანელი კომენტატორი, ამ კადრების ნახვის ფონზე. “ნაცვლად იმისა, რომ მფრინავს კატაპულტით ესარგებლა, მან ძვირადღირებული თვითმფრინავის გადარჩენა არჩია” – ამბობს იგი. მართლაც, საკუთარი სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად, რუსმა მფრინავმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა და საფრენი აპარატი დასვა.
გაურკვეველია, როდის და სად არის გადაღებული ეს კადრები, მაგრამ თვითმფრინავის კუდზე დატანილი “Z” ცხადჰყოფს, რომ უყრაინაში მიმდინარე ომის პერიოდია. ვიდეო “ტვიტერზე” უყრაინულმა არხებმაც გაავრცელეს.
გერმანელები აღფრთოვანებულ კომენტარებს წერენ Youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ქვეშ:
“ფრენის ტექნიკური თვალსაზრისით, შედევრალური შესრულება. ნებისმიერ შემთხვევაში, მფრინავს “კვერცხები” აქვს!”
“იგი თავის სიცოცხლეს რისკავდა თვითმფრინავის გამო. გენიალური დაშვებაა”.