არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად, არც გავცემთ, ვიდრე კლინიკაში იმყოფება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ნადირაძე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს.
„არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად (უამრავი პროცესი იყო ჩანიშნული მაისიდან დღემდე), არც გავცემთ, სანამ კლინიკაში იმყოფება და ასე იყო ყველა პატიმარი პაციენტის შემთხვევაში. იგივე ხალხი, ვინც კატეგორიულად გვთხოვდა, ასეთი რეკომენდაცია არ გაგვეცა, ახლა, პირიქით, დაჟინებით ითხოვს საპირისპიროს. ყოველთვის ვიმოქმედებთ პაციენტების ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი აგრძელებს თერაპიულ დეპარტამენტში დაკვირვებას და მკურნალობას“, – წერს ნინო ნადირაძე.