? რას წარმოადგენს რუსული ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“, რომელიც რუსეთმა ატლანტის ოკეანეში გაუშვა (ფოტო-ვიდეო)

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ გამოცადა, რაკეტა ბგერის სიჩქარეზე 8-ჯერ სწრაფად დაფრინავს და რუსი სპეციალისტების განცხადებით, მისი განადგურება რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

2023 წლის 4 იანვარს ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი  ოფიციალურად მიიღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში. მან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტი“ უნდა შეცვალოს. „ცირკონის“განთავსება მძიმე კრეისერებზე და წყალქვეშა ნავებზე იგეგმება.

„ცირკონი“ – რა შეუძლია მას?

რაკეტის ძირითადი განსხვავება სხვა რაკეტებთან შედარებით ფრენის მაღალი სიჩქარეა. ოფიციალურად ცნობილია, რომ მისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეს 8-ჯერ აღემატება, თუმცა ვლადიმერ პუტინის თქმით, რაკეტა ბგერაზე 9-ჯერ სწრაფია და ის 1000 კმ მანძილზე დაფრინავს.  „ცირკონი“ მსოფლიოში პირველი ჰიპერბგერითი რაკეტაა, რომლის გაშვება როგორც საბრძოლო ხომალდიდან, ასევე, წყალქვეშა ნავიდან მოხდა.

ფრენის ძირითად მანძილს რაკეტა 30-40 კმ-ის სიმაღლეზე ფარავს. იქ ჰაერის წინააღმდეგობა ნაკლებია და რაკეტა მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს, ასევე, ეს ფრენის მანძილსაც ზრდის. „ცირკონის“ ძირითადი სამიზნეა მოწინააღმდეგის სხვადასხვა კლასის  საბრძოლო ხომალდები – ფრეგატებით დაწყებული და ავიამზიდებით დამთავრებული. ასევე, მისი გამოყენება სახმელეთო ობიექტების წინააღმდეგაც არის შესაძლებელი. რაკეტის სიჩქარე 10 200 კმ/სთ-ს აღწევს, რის გამოც მისი დროული აღმოჩენა და განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ცირკონის“ ცდები 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს რაკეტა პირველად გაუშვეს.

2020 წელს სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ პირველი ხომალდი, რომელზედაც „ცირკონი“ იქნება განთავსებული, რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ფრეგატია.

2020 წლის იანვარი „ცირკონი“ ფრეგატის, „ადმირალ გორშკოვის“ ბორტიდან გაუშვეს. ცდები ბარენცის ზღვაში ჩატარდა. რაკეტა 500 კმ-ის მანძილზე გაფრინდა.

2020 წლის ივლისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ცირკონის“ გამოცდა წარმატებით დასრულდა.

2021 წლის აგვისტოში „ცირკონი“ წყალქვეშა ნავიდან, „სევეროდვინსკიდან“ გაუშვეს.

2022 წლის მაისში ფრთოსანი რაკეტა ფრეგატ „ადმირალ გორშკოვიდან გაუშვეს და ის მიზანს მოხვდა, რომელიც 1000 კმ-ით იყო დაშორებული.

„ცირკონის“ ტექნიკური მახასიათებლები:

? დანიშნულება – ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა

? სიგრძე – 8—9,5 მ.

? საწვავი – დეცილინი

? რაკეტის სიჩქარე 9 MAX-ზე მეტი (9-10 ათასი კმ/სთ)

? ფრენის მაქსიმალური მანძილი – 1000 კმ.

? საბრძოლო მუხტის წონა – 300-400 კგ. 

წყარო:  pia.ge