TACC-ის ცნობით, ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე, 700 დოლარზე დაბლა დაეცა.
2021 წლის სექტემბრის შემდეგ ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 700 დოლარზე დაბლა დაეცა – ინფორმაციას სააგენტო TACC-ი ავრცელებს.
ევროპაში გაზის ფასის ვარდნა დეკემბრის შუა რიცხვებიდან გრძელდება.
– „ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ტემპერატურა კლიმატურ მაჩვენებელზე მაღლა რჩება, რამაც გამოიწვია საწყობებიდან გაზის გამოყენების შემცირება“ – აღნიშნავს TASS-ი.
სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ იანვრის დასაწყისში ევროპის მიწისქვეშა გაზის საწყობები (UGS) სავსე იყო 83,33%-ით.
2022 წლის გაზაფხულის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 3892 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ვარაუდობდა, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5000 დოლარმდე აიწევდა.
შეგახსენებთ, დეკემბერში ევროკავშირმა გაზის ფასის ზედა ზღვარი 180 ევრო მგვტ/სთ-ზე განსაზღვრა, რომელიც ძალაში 2023 წლის 15 თებერვლიდან შევა.
გარდა ამისა, ქარის წილი ევროკავშირის ელექტროენერგიის წარმოებაში კვლავ სტაბილურია 20% ან უფრო მაღალი ნიშნულის გარშემო. 1 იანვარს კი მან ყველა დროის რეკორდს 34,7% მიაღწია.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი ზამთარი ევროპისთვის უფრო რთული იქნება გაზის დეფიციტის გამო.
წყარო: alt-info.ge