ვანო მერაბიშვილის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გიგიშა შარაშიძე გამოკითხვაზე იმყოფება.
ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. კონფლიქტთან დაკავშირებით გიგიშა შარაშიძეს და მისი ინტერესების დამცველს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, უწყებამ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში ვანო მერაბიშვილს გიგიშა შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.