უყრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით , უყრაინა და მისი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უყრაინა გაიმარჯვებს.
მისივე თქმით, წინ საკვანძო მოვლენებია, რაც უყრაინის მთელი ტერიტორიის დაბრუნებას გამოიწვევს.
„გადამწყვეტი ზამთარი და ჩვენი გაზაფხული. წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს ერმაკი.