დასავლეთი რომ ვერ იტანს მართლმადიდებლური შობის თარიღს – 7 იანვარს, ბაიდენის ამ განცხადებითაც ჩანს!

„მე არ ვარ მოწადინებული, ვუპასუხო რაიმეს, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი უბრალოდ ჟანგბადის პოვნას ცდილობს“

ეს სიტყვები “ბებერ ჯოს” ანუ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ეკუთვნის, რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივის საპასუხოდ.

კერძოდ, პუტინის ინიციატივაა,  რომ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის საპატივსაცემოდ, დროებით მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. პუტინმა ცალმხრივად გასცა ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება 6 იანვრის 12:00 საათიდან. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.

აშშ პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც თავს კათოლიკე ქრისტიანად ასაღებს, ალბათ ოდესმე გაუგია კიდეც, რომ მართლმადიდებლები შობას არა 25 დეკემბერს, არამედ 7 იანვარს ზეიმობენ, მაგრამ ახლა აშკარად არ ახსოვს. ან ლოგიკაში აქვს სერიოზული პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, 25 დეკემბერს იგი ამ კონტექსტში არ ახსენებდა, ვინაიდან ეს თარიღი მართლმადიდებელი რუსეთისთვის აქტუალური არ არის.

ბაიდენმა არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ 7 იანვრის დასრულებამდეა გამოცხადებული. განა რა “ჟანგბადის პოვნას” ცდილობს პუტინი 6-7 იანვრის მანძილზე, ორი დღით? ამაზე ნებისმიერ საქმეში ჩახედულ სამხედროს ან თუნდაც არასამხედროს გაეღიმება, მაგრამ ბაიდენის მიზანია, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს ყოფილ უკრაინას, რომელიც ამერიკის ანტირუსულმა სტრატეგიამ შეიწირა, როგორც ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა ასეთი უკრაინა აღარ არსებობს და მისი აღდგენის შესაძლებლობაც ძალზე ბუნდოვანია. ყოფილი უკრაინის არსებობის მიზანია რუსეთთან გამუდმებული ომი, ამიტომაც კიევს ნებას არ მისცემს ბაიდენი, რომ საშობაოდ სული მოითქვას.

მით უფრო არ უნდა დასავლეთს, პაუზა მართლმადიდებლურ შობა დღეს, 7 იანვარს იყოს ძალაში, რაც იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ ყოფილი უკრაინული სახელმწიფო, ამჟამინდელი რუსეთის განაპირა ქვეყანა – ოკრაინა, უპირატესად მართლმადიდებელი მოსახლეობითაა დასახლებული. 7 იანვარი, როგორც სიმბოლო, კატეგორიულად არის მიუღებელი ებრაელ-კათოლიკე ბაიდენისთვის და მთელი დასავლური სამყაროსთვის, რომელიც მართლმადიდებელ სამყაროს თავის მთავარ მტრად მოიაზრებს.

ესაა დასავლეთისთვის მთავარი, თორემ ორდღიანი ცეცხლის შეწყვეტა არც რუსეთის და არც უყრაინის შეიარაღებულ ძალებს არსებითი ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს. ჩვენთვისაც ეს უნდა იყოს მთავარი, დასკვნის გასაკეთებლად, რომ ბაიდენის განცხადება ნიშნავს: დასავლეთი ვერ იტანს მართლმადიდებელ სამყაროს, მართლმადიდებლურ შობას. გავიხსენოთ 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვები ნატოს ავიაციის მიერ, როდესაც მართლმადიდებლურ აღდგომა დღეს, სერბების თავზე ცვიოდა რაკეტები წარწერით – “გილოცავთ აღდგომას”. ასეთ ბარბაროსებთან გვაქვს საქმე, რომლებიც “ცივილიზებული სამყაროს” მანტიას ირგებენ და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს მართლმადიდებლებს!

 

გ. რ.