გერმანიამ უყრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. 5 იანვარს, გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებ-გვერდზე უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სია განახლდა.

ახალი პაკეტისთვის გერმანიამ ტექნიკა და ეკიპირება ინდუსტრიისგან შეისყიდა:

დრონების აღმოჩენის 30 სისტემა;27 სენსორი დრონებისგან დასაცავად; 8 სადაზვერვო დრონი; 17 სატვირთო მანქანა 8×8; 12 მძიმე მისაბმელი; 1 M1070 სატანკო ტრაქტორ-ტრანსპორტიორი; 7 თვალთვალის/დისტანციურად მართვადი ქვეითი მანქანა დამხმარე მისიებისთვის; 2 ჯავშანტექნიკის აღდგენის მანქანა; 63 პიკაპი; 20 70 მმ-იანი გამშვები პიკაპ მანქანებზე რაკეტების მარაგით; 21 გენერატორი; 32 მობილური გათბობის სისტემა; 1 სასწრაფო დახმარების მანქანა; 7 სასაზღვრო პატრულის მანქანა; 36 400 შალის საბანი.