ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად ახალი გეგმა წარადგინა.
შშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტად და საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა.
„ეს პროცესი იქნება წესების დაცვით, უსაფრთხო და ჰუმანური”, – განაცხადა ბაიდენმა. მისივე თქმით, ეს გეგმა საგრძნობლად შეამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც აშშ-ის საზღვრის კვეთას არალეგალურად ცდილობენ. სიაში მოხვდებიან კუბელი, ჰაიტელი და ნიკარაგუელი არალეგალი მიგრანტები, რომლებსაც დაუყოვნებლივ მექსიკაში გააძევებენ.
წყარო: 1tv.ge