პირველად, აშშ უკრაინას რადარებით მართვად „Sea Sparrow“ საზენიტო რაკეტებს გადასცემს.
პირველად, შეერთებული შტატები უკრაინას რადარით მართვადი „Sea Sparrow“ საზენიტო რაკეტებს გადასცემს, – წერს Politico.
გაზეთის წყაროების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს საბჭოთა ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელახალი აღჭურვა და ისინი გასაშვებად მოამზადეს.
შეგახსენებთ, აშშ-მ კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც ვაშინგტონს თითქმის 3 მილიარდი დოლარი დაუჯდება და მოიცავს 50 „Bradley“-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის კიევისთვის გადაცემას.
წყარო: ptn.ge