კიევის რეჟიმის წარმომადგენელი ყოფ. ლუგანსკის ოლქში, რომელიც რუსეთს შეუერთდა, სერგეი გაიდაი (სერჰი ჰაიდაი) ხალხს აშინებს და მართლმადიდებლურ შობაზე ტაძრებში მისვლას არ ურჩევს:
“მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს : მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია”, – ამის შესახებ სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.
„გთხოვთ, ეკლესიებში, მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა, შესაძლოა, ტერაქტები დაგეგმონ! ზოგადად, ამ დღეებში, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან ! თავს გაუფრთხილდით! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!“, – პათეტიკურად ასრულებს წერას ჰაიდაი-გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის – კირილის მიერ ინიცირებულმა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებულმა საშობაო ცეცხლის შეწყვეტამ გააღიზიანა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.