არის აგრესორი: კრემლი და არის მსხვერპლი: უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რითაც უკრაინაში ცეცხლის 6-7 იანვარს შეწყვეტის შესახებ ვლადიმირ პუტინის განკარგულებას გამოეხმაურა.
„ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები”, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.