საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 9 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი სუსტადაა.
„არ მგონია, ახლა შეძლოს, ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. დისტანციურიც მძიმეა. მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.