მე-15 კენჭისყრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი კევინ მაკკართი გახდა

აშშ-ს შტატები  წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა 4-დღიანი მცდელობის შემდეგ შეძლო.

გუშინ გამართულ მეცამეტე კენჭისყრის დროს კევინ მაკკართის  20 ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელიდან 12-მა დაუჭირა მხარი, მეცამეტე კენჭისყრის დროს 13-მა და იმის გათვალისწინებით, რომ მეთოთხმეტე კენჭისყრის დროს დარბაზში მისი მომხრე ორი რესპუბლიკელი დაბრუნდებოდა, მისი არჩევა სავსებით რეალური ჩანდა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას გაირკვა, რომ კევინ მაკკართი 216 ხმა მიიღო, დემოკრატთა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრიმ 212, რესპუბლიკელებმა ბაირონ დონალდსმა და ენდი ბიგსმა 2-2 და გამომდინარე იქედან, რომ ორმა რესპუბლკელმა ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა და დარბაზში ყოფნა დააფიქსირა, რესპუბლიკელთა ლიდერს 1 ხმა დააკლდა.

მეთხუთმეტე კენჭისყრის წინ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისთვის ერთობ არადამახასიათებელი ინციდენტი მოხდა:

კევინ მაკკართი დარბაზის ბოლოსკენ გაემართა იქ ლორენ ბობეტრთან და სხვა ოპონენტებთან ერთად მსხდომ მეტ გეცსისკენ და თითების ერთმანეთისკენ გაშვერის და ხმამაღალი რეპლიკების გაცვლის შემდეგ მაკკართის მხარდამჭერმა რესპუბლიკელმა მაიკ როჯერსმა ყვირილით გაიწია გეცისკენ. მაკკართის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, რესპუბლიკელმა რიჩარდ ჰადსონმა მოახერხა როჯერსის შეჩერება და უკან გაყვანა, შემდეგ კი ვიღაცამ კონგრესმენებს ყვირილით მოუწოდა კონგრესმენებს ცივილიზებული ქცევისკენ და სიტუაცია განიმუხტა

მეთხუთმეტე კენჭისყრის დროს კევინ მაკკართიმ ისევ 216 ხმა მიიღო, ჰაკიმ ჯეფრიმ კი 212. განდგომილმა ექვსმა რესპუბლიკელმა ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა, დარბაზში ყოფნა კი დააფიქსირა და სპიკერის პოსტზე ასარჩევი ხმების რაოდენობა 215-მდე დაიყვანა. შედეგად, კევიმ მაკკართი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა.