ქვანახშირის კარიერის გაფართოების მიზნით ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე სოფლის გასახლების დაწყების მოახლოებას დაძაბულობის მატება მოჰყვა.
გერმანული პრესის ცნობით, დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ლიგნიტის (დაბალი ხარისხის მურა ნახშირი – „აიპრესი”) მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ მიზნით შესაძლებელია სოფელი ლიუცერათის . სავარაუდოდ, ხვალ პოლიცია სოფლის ტერიტორიიდან პროტესტანტების გაყვანას და იქ დარჩენილ რამდენიმე სახლს (ლუცერატელებმა თავისი საკუთრება გაყიდეს და ახლა სხვაგან ცხოვრობენ – „აიპრესი”) დაანგრევენ.
გუშინ სოფელ ლუცერატში მშვიდობიანი აქცია სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ პროტესტში. პოლიციის ცნობით, სოფელში მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობაში 2000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
„ყოველგვარი მკაფიო მიზეზის გარეშე მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა“, – განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ოფიცრებს ქვები დაუშინეს, რამდენიმე ადგილას კი ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.
ეკოაქტივიტები აქტივისტები აცხადებენ, რომ მურა ნახშირის მოპოვება და მოხმარება დიდ უარყოფით გავლენას ახდებნს კლიმატზე და ლიგნიტის მაღაროს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა მონა ნოიბაურმა დაგმო პოლიციის მიმართ ძალადობა.
აქტივისტები ეწინააღმდეგებიან მსხვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის RWE-ს მიერ უკვე არსებული ლიგნიტის კარიერის გაფართოებას. კომპანიის განცხადებით, ქვანახშირის მოპოვება აუცილებელია გერმანიის ენერგომომარაგებისთვის.
ლიგნიტის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტში მხოლოდ გერმანელები არ მონაწილეობენ. გერმანელ დემონსტრანტებს შეუერთდნენ აგრეთვე ეკოაქტივისტები ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.