ჯო ბაიდენი მექსიკაში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მექსიკაში ჩავიდა. აეროპორტში მას მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ობრადორი დახვდა.

U.S. President Joe Biden speaks with border patrol officers as he walks along the border fence during his visit to the U.S.-Mexico border to assess border enforcement operations, in El Paso, Texas, U.S., January 8, 2023. REUTERS/Kevin Lamarque

ბაიდენი, ობრადორი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ხვალ ჩრდილოეთ ამერიკის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

მექსიკაში გამგზავრებამდე ჯო ბაიდენი აშშ-მექსიკის საზღვარზე მივიდა და კედლის ის მონაკვეთი დაათვალიერა, რომელიც ორ ქვეყანას ჰყოფს.

მექსიკაში ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ემიგრაცია იქნება. გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.