კალიფორნიის შტატის სასკოლო ოლქმა „LGBTQ პრეზენტაციებისთვის“ 10000-მდე აშშ დოლარი დახარჯა.
კონტრაქტების ჩამონათვალის თანახმად, კალიფორნიის შტატში არსებულმა სასკოლო ოლქმა „LGBTQ პრეზენტაციებისთვის“ 9591 აშშ დოლარი გადაიხადა. კონტრაქტების ნუსხაში აღნიშნულია, რომ თანხა გეების, ლესბოსელებისა და ჰეტეროების საგანმანათლებლო ქსელს (GLESEN) გადაუხადეს.
GLESEN-ი განათლების სისტემაში გენდერული იდეოლოგიისა და ქვიარ თეორიის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ორგანიზაციის ყველაზე თვალსაჩინო პროექტია „ცისარტყელას ბიბლიოთეკა“, პროგრამა, რომელიც დაწყებით სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ტრანსგენდერიზმის მხარდასაჭერი წიგნებით ამარაგებს.
GLESEN-ი „ცისარტყელას ბიბლიოთეკას“, როგორც „ბავშვების წინაშე წარდგენის პირველ ნაბიჯს“ და საოლქო თუ შტატის დონეზე ინკლუზიური სასწავლო გეგმის პირველ საფეხურს ისე იხსენიებს. ორგანიზაციის მიერ სასწავლო დაწესებულებებისთვის მიწოდებულ წიგნებში მოთხრობილია პატარა ბავშვებში ტრანსგენდერული იდენტიფიკაციის შესახებ. Breitbart News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა General Motors-ისგან მიიღო.
კალიფორნიის შტატის რამდენიმე სასკოლო ოლქმა სკოლებში მემარცხენე გენდერული თეორიის სწავლებას დაუჭირა მხარი. მაგალითად, სან-ფრანცისკოს გაერთიანებული სასკოლო ოლქი ბავშვებს სკოლებში გენდერულ თეორიას მშობლების თანხმობის გარეშე ასწავლის.
ლოს-ანჯელესის გაერთიანებულმა სასკოლო ოლქმა მხარი დაუჭირა „ორი-სულის“ სექსუალური იდენტობის საკითხს და 4 წლის ასაკის ბავშვებისთვის LGBT კლუბსაც კი უმასპინძლა. სხვა კლუბები, როგორიცაა, „საშუალო სკოლის ტრანს და გენდერული არაბინარული ჯგუფი“ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი.
სასკოლო ოლქები გენდერული თეორიის პოპულარიზაციასთან ერთად ასევე, მუდმივად ცდილობენ პროპაგანდა გაუწიონ კრიტიკულ რასობრივ თეორიას. ქალაქ სან-რაფაელის სკოლებმა „რასობრივ თანასწორობასთან“ დაკავშირებით ტრეინინგის ჩასატარებლად 30 ათასი აშშ დოლარი დახარჯეს.
წყარო: alt-info.ge