მეუფე იაკობი – სააკაშვილს როცა უნდა, ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა, უყრაინელია

გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია, ციხეშიც გმირია, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქადაგებისას ისაუბრა.

„მინდა, ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება – ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა. გამოსულიყო და ეთქვა, რომ, კი, ჩემს დროს მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა. ჩემი ბრალია, ეთქვა და იმათ მაგივრად, ყველას მაგივრად, რაც გინდათ, ის მიყავით, გინდათ, ჯვარზე გამაკარით… ხომ სხვანაირად შევხედავდით? ციხეში ყოფნის ეშინია. როცა უნდა, ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა, უკრაინელია“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი, თუ არ გსურთ უკრაინისთვის გადმოცემა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას გადაეცით, პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან“, მეუფე იაკობმა განაცხადა:

„ნუ გამოაგზავნიდნენ თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში და ტირილს ნუ დაიწყებდნენ. დაეჭირათ საზღვარზე, არ გამოეშვათ და ეს ამბები არ იქნებოდა“, – განაცხადა მეუფე