ყველამ იცის, რომ ამერიკას არა ბაიდენი, არამედ რამდენიმე ოჯახი მართავს – ზაზა შათირიშვილი

ვინ მართავს ამერიკას? ყველამ იცის, რომ ამერიკას ბაიდენი არ მართავს. ბაიდენს არათუ ამერიკის მართვა არ შეუძლია, ის ცერემონიული ფუნქციების შესრულებასაც ძლივს ახერხებს.

აბსურდი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ამერიკას ბლინკენი, ოსტინი ან რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მართავს. პარტიები ამერიკაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული ძალაუფლებით არასოდეს გამოირჩეოდნენ, თუმცა ახლა მათი როლი კიდევ უფრო დაკნინებულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის არჩევა მხოლოდ მე-15 ცდაზე მოახერხეს. ამერიკის მართვის ბერკეტები ვერ ექნებათ ვერც სპეცსამსახურებს, რომლებიც გეგმების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ თავად გეგმის შემოქმედნი ვერასოდეს იქნებიან.

ასეთ პირობებში, ჩნდება კითხვა – მაშინ, ვინ მართავს ამერიკას, რომელიც, თავის მხრივ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ნახევარ მსოფლიოს აკონტროლებს? გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა ოფიციალურად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ამ საკითხის შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე და მასალების ანალიზის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს. ოჯახების გვარებს, წარმომავლობას, ქონებრივ მდგომარეობას და სხვა დეტალებს დღეს შეგნებულად არ გავშლი”

ზაზა შათირიშვილი; სოციალური ქსელი