სომხეთი 2023 წელს, საკუთარ ტერიტორიაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებას არ აპირებს.
სომხეთი 2023 წელს საკუთარ ტერიტორიაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებას არ აპირებს – ინფორმაციას „BBC news“ ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერევანი, 2023 წელს, არამიზანშეწონილად მიიჩნევს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ საერთო წვრთნების ჩატარებას სომხეთის ტერიტორიაზე,- ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ „CST O“-ს აცნობა.
მანამდე ფაშინიანმა მოსკოვი გააკრიტიკა ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კვირაა ბლოკირებულია. სომხეთის ხელისუფლება რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
გასული წლის შემოდგომაზე სომხეთმა უარი თქვა CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა ორგანიზაციის სამიტის საბოლოო დეკლარაციას.
წყარო: 7tv.ge