ანა მალიარი – მტერი ცდილობს ჩვენი დაცვის გარღვევას და სოლედარის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად

მტერი სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად. ამის შესახებ უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

“სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება.განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები, გაზარდა “ვაგნერელების” რაოდენობა, ცდილობს ჩვენი სამხედროების დაცვის გარღვევას და ქალაქის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად”, – წერს მალიარი.