ძლიერი ქარის შედეგად სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი, დეკორატიული ღობეები.
ქარმა ასევე წააქცია საახალწლო ნაძვის ხე ,,მომავლის პარკის” მიმდებარედ, დაზიანებულია აღნიშნული ნაძვის ხე და ახლოს მდებარე სარეკლამო მონიტორი.
მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.