ჰიპერაგრესიული შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ – “ეს შეშლილები მსოფლიო ომს გეგმავენ!” – ფრანგი პოლიტიკოსი

ჰიპერაგრესიული შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ – “ეს შეშლილები მსოფლიო ომს გეგმავენ!” – ფრანგი პოლიტიკოსი.

“ჰიპერაგრესიული შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ. ეს შეშლილები მსოფლიო ომს გეგმავენ” – ასე გამოეხმაურა საფრანგეთში, პოლიტიკური მოძრაობა „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო ევროკავშირსა და ნატო-ს შორის გუშინ გაფორმებულ ერთობლივ ხელმოწერას.

– “გუშინ, მედიისგან მალულად, ევროკავშირმა და ნატო-მ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საბოლოოდ ათავსებს ევროკავშირს ნატო-ს ამერიკულ წრეში!” – წერს ფლორიან ფილიპო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ასევე ევროსაბჭოს ხელმძღვანელებმა შარლზ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში ხელი მოაწერეს მესამე ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიღებაც არაერთხელ გადაიდო, მათ შორის. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

წყარო: alt-info.ge