ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

უყრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უყრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში ჩავიდა.

“ლვივში ვიზიტი დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი რამით – უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!”,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უყრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.