უყრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ მომავალი რამდენიმე თვე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მისივე თქმით, რუსეთიც და უყრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან.
უყრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად ვალერი გერასიმოვის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.
„შემდეგი ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ემზადება ჩვენი მოწინააღმდეგეც“, – აღნიშნა დანილოვმა.