ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
წყარო: ptn.ge