მარია ზახაროვა – რუსული მხარე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უარყოფითი ურთიერთობებით შეშფოთებულია

მარია ზახაროვა – რუსული მხარე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უარყოფითი ურთიერთობებით შეშფოთებულია.

 

რუსული მხარე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში არსებული უარყოფითი ტენდენციებით შეშფოთებულია და მათ კომპრომისების მოძიებაში დახმარებას სთავაზობს – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

– “ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებულნი ვართ იმ ნეგატიური ტენდენციებით, რომლებიც ბოლო კვირებში გამოიკვეთა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებში, როგორიცაა მკაცრი რიტორიკის გაძლიერება, ურთიერთბრალდებები, რასაც თან ახლავს რეგიონში დაძაბულობა” – განაცხადა მან.

– “ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს გამოიჩინონ კეთილგანწყობა და ერთობლივად გამონახონ კომპრომისის გზები. ჩვენ მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ ამისთვის” – დასძინა ზახაროვამ.

წყარო: newposts.ge