ნავთობის ბაზარი ჩინეთში კარანტინის გაუქმების მოლოდინში – რუსული ნავთობი ისევ გაძვირდება

საქონლის ფასები და განსაკუთრებით ნავთობის ფასები დამოკიდებული იქნება ჩინეთის ეკონომიკის გახსნის ტემპზე მთვარის ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ, რომელიც წელს იანვრის ბოლოს მოდის, თქვა Goldman Sachs Group Inc.-ის სასაქონლო სფეროს მთავარმა ანალიტიკოსმა, ჯეფრი კარიმ.

მისი პროგნოზით, Brent-ის ღირებულება 2023 წლის მესამე კვარტალში 110 დოლარს მიაღწევს ბარელზე, თუ ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნები სრულად გააუქმებენ საკარანტინო შეზღუდვებს.

“რა არის საუკეთესო ფსონი, როდესაც ეკონომიკა ხელახლა გაიხსნება? ნავთობი,” – განუცხადა კარიმ Bloomberg Television-ს.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარტის ფიუჩერსები ბარელზე 82,78 დოლარად იყიდება.

მისივე პროგნოზით, სპილენძის ფასი, რომელიც ამ კვირაში ივნისის შემდეგ პირველად გაიზარდა 9000 დოლარზე ტონაზე, შეიძლება გაიზარდოს 11,500 დოლარამდე ტონაზე 2023 წლის ბოლოს.

ექსპერტის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში სპილენძის ფასი ტონაზე 15000 დოლარს აღწევს (ბფმ).

ნავთობიც და სპოლენძიც რუსეთის ნედლეულის ექსპორტში წამყვან პოზიციებზეა. შესაბამისად, მათი გაძვირება რუსეთის ბიუჯეტს წაადგება.