რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უყრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი.
„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოხვდა ბელარუსი რუსეთთან ერთად სანქციების სიაში, არის ის, რომ თავად უყრაინამ მოითხოვა, მინსკი ამ სიაში არ შეეყვანათ“, – წერს იოზვიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
ბრიუსელში დაჩქარებული წესით მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე, რომლის მიღებასაც ევროკავშირი უყრაინა-ევროკავშირის სამიტამდე აპირებს, რომელიც თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი.