გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უყრაინისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერ ჰაბეკმა პოლონეთის მიერ უყრაინისადამი „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია“, – განაცხადა ჰაბეკმა.
ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან კოალიციის ფარგლებში „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას აპირებს. „ლეოპარდო“ გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის ფედერალური მმთარვრობის თანხმობაა საჭირო.