ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები ავრცელებენ.
შვედეთის ეკონომიკის მინისტრ ება ბუშის და LKAB-ის (ლუოსავაარა-კიირუნავაარას სააქციო საზოგადოება) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შვედეთში ევროპაში დღისათვის უდიდესი იშვიათი მიწაელემენტების საბადო აღმოაჩინეს.
LKAB-ის გეოლოგების ინფორმაციით, საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კიირუნას რკინის მადნის საბადოსთან ახლოს აღმოაჩინეს და მისი მარაგები მილიონ ტონაზე მეტია.
იშვიათი მიწაელემენტები აუცილებელია ელეტრობატარეების, ქარის ტურბინების და ელექტროძრავების წარმოებისთვის.
იშვიათი მიწაელემენტების მსოფლიო მარაგების ~38% (44 მილიონი ტონა), მოპოვების 60% და გადამუშავების 80% ჩინეთის წილად მოდის.
სხვა ქვეყნების მარაგების რაოდენობა ასეთია:
ვიეტნამი – 22 მილიონი ტონა
ბრაზილია – 21 მილიონი ტონა
რუსეთი – 12 მილიონი ტონა
ინდოეთი – 5,9 მილიონი ტონა
ავსტრალია – 4,1 მილიონი ტონა
აშშ – 1,5 მილიონი ტონა
გრელანდია – 1,5 მილიონი ტონა
სხვა ქვეყნები (შვედეთის გარდა) – 2,8 მილიონი ტონა