თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რიჩარდ სობერმა განაცხადა, ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტები.
„ერთ-ერთი დოკუმენტი აღმოჩენილია ვილმინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში, ერთფურცლიანი დოკუმენტი კი ამავე რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ავტოფარეხის გვერდითაა“, – განაცხადა რიჩარდ სობერმა.
დოკუმენტები არის 2009-2017 წლების დროინდელი, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.