ვლადიმერ ზელენსკი – ქვედანაყოფები, რომლებიც ბახმუტსა და სოლედარს არიან განლაგებული, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს, რაც საჭიროა

ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უყრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გამართული სხდომის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

ზელენსკის თქმით, განიხილეს შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხი.

“მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ხაზს ვუსვამ, რომ ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს საჭიროს. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის”, – წერს ზელენსკი.