„ახალი მთავრობა ცდილობს მეტი დადებითი სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს“ – ნეთანიაჰუს დროს ისრაელს და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო კავშირებია მოსალოდნელი 

ისრაელის ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ გადახედავს საერთაშორისო ურთიერთობებს.

საგარეო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით რუსეთის ომთან დაკავშირებით, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ისრაელის ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჯერ კიდევ მიდრეკილია გადაუხვიოს თავისი წინამორბედის გზას.

მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ისრაელის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ელი კოენის განცხადება.

სხვა საკითხებთან ერთად, ელი კოენმა თქვა, რომ ახალი მთავრობა „ნაკლებად ილაპარაკებს“, რუსეთ-უკრაინის საკითხზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაცია თავს არიდებს საჯარო პოზიციების დაფიქსირებას კონფლიქტთან დაკავშირებით.

„ორ მთავრობას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ წინა მთავრობა 100%-ით იდეოლოგიურად სიმპათიით იყო განწყობილი უკრაინის მიმართ და ცდილობდა უკრაინის მხარდაჭერას, ისე როგორ შეეძლო“, – აცხადებს ბარ-ილანის უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ჯონათან რინჰოლდი.

რინჰოლდმა დასძინა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობას ნაკლებად აინტერესებს იდეოლოგიური სიმპათიები.

ახლა, როგორც ჩანს, ისრაელის ახალი მთავრობა ცდილობს მეტი დადებითი სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს და გააგრძელოს თავისი გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური დოქტრინები.

„ისრაელს აქვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით. ისრაელს სურს შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება და რუსეთის მიერ ისრაელის თავისუფლების აღიარება“, – აცხადებს რინჰოლდი.

მისივე შეფასებით, ეს კი აქტიურ კოორდინაციას მოითხოვს რუსეთის ფედერაციასთან.

„დღევანდელი და წინა მთავრობები ცდილობდნენ ამ მიზნების დაბალანსებას“, – დასძინა მან.

მასალა მომზადებულია Aljazeera-ზე დაყრდნობით.