თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძესოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს ნეაპოლში გადაღებულ ფოტოს უზიარებს და მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერლისა და ცნობილი მეცო-სოპრანოს დაგეგმილ კონცერტებზე წერს.
როგორც ნიკოლოზ წულუკიძე აღნიშნავს, ახლა „ნეაპოლი ქართველთა ქალაქია“.
„ედუარდო დე ფილიპო ხომ ამბობდა ,,ნეაპოლი მილიონერთა ქალაქიაო“ ახლა ნეაპოლი ქართველთა ქალაქია, ხვალ კვარა ხვდება იუვენტუსს, მერე ნინო სურგულაძე მღერის რიგოლეტოში და თებერვალში ანიტა რაჭველიშვილი ფაუსტში“,- წერს ნიკოლოზი.