ლევან სილაგავა – პურის ფასი 2023 წლის მარტამდე არ შეიცვლება

ლევან სილაგავა – პურის ფასი 2023 წლის მარტამდე არ შეიცვლება.

საქართველოში პურის ფასი 2023 წლის მარტამდე არ შეიცვლება – განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

„რუსეთში არის ძალიან დიდი ხორბლის მოსავალი, შესაბამისად, ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი გაძვირება იყო და უფრო დაკავშირებული იყო რუბლის გაუფასურებასთან. ეს რაც შეეხება ექსპორტის გადასახადს. რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე მარაგების კუთხით, ჩვენ სტაბილურობა გვაქვს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საბაჟო გადასახადი დაკლებული იყო და შესაბამისად, მაშინ წისქვილკომბინატებმა შემოიტანეს მარაგები. შემიძლია გითხრათ, რომ ფასის მხრივ მარტის თვემდე სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული როგორც ფქვილზე, ისე პურზე“- აცხადებს ასოციაციის დირექტორი.

წყარო: ptn.ge