რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი პოლონჩუკი აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი წვრთნები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ტარდება.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, კიევის რეჟიმის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა საკმარისი საფუძველია კოლექტიური პასუხისთვის“, – განაცხადა პოლონჩუკმა.