რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქი სოლედარი რუსეთის ძალების სრული კონტროლის ქვეშ 12 იანვრის საღამოს გადავიდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოლედარის დაკავება რუსეთს საშუალებას მისცემს, სრულად დაბლოკონ ბახმუტში უყრაინის ძალების მომარაგების გზები და ალყაში მოაქციონ იქ მყოფი უყრაინული დანაყოფები.
დღეს დილით უყრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული ღამე სოლედარში მძიმე იყო, უყრაინელი დამცველები შეუპოვრად ცდილობენ თავდაცვის შენარჩუნებას და შეტაკებები გრძელდება.
ამასთან, ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ბოლო მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ რუსები აკონტროლებენ ქალაქ სოლედარის დიდ ნაწილს და, შესაძლოა, მთელ ტერიტორიასაც.