მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას გაითვალისწინონ, რომ უკრაინის მიერ დადებული სანქციები საკმაოდ სერიოზული იქნება – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე და თქვა, რომ უკრაინა ომის დამთავრების შემდეგ, საიდანაც უკრაინა გამარჯვებული გამოვა, უკრაინის მიერ დადებული სანქცია იქნება საკმაოდ სერიოზული, ამიტომ მოუწოდა ყველას, ვინც მის მიმართ აპირებს რაიმე უკანონო ქმედებების განხორციელებას, გაითვალისწინოს ეს ფაქტი. მან მიიჩნია მნიშვნელოვან მოვლენად უკრაინაში ამ საქმის გამოძიების დაწყება, რომლის დამთავრების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების მიერ ყველას მოეთხოვება პასუხი“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისათვის,საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ აქტიური კვლევა დაიწყო.